“კარგი ექიმი ხუნდაძე 4 წელი იყო პარლამენტში, ახლა ჩოჩელი პარლამენტიდანაც დაეხმაროს მცხეთელებს…”

მიხეილ მუმლაძე
 „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი,
პოლიციისა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი

რა გზა გაიარეს ცეზარ ჩოჩელმა და ექიმმა ხუნდაძემ?

შეიძლება ბევრმა არ იცის საქართველოში და არც თვით მცხეთის რაიონში რა გზა გაიარა ცეზარ ჩოჩელმა? ბევრმა შეიძლება იცის მხოლოდ ის, რომ ცეზარ ჩოჩელმა გააკეთა შესანიშნავი ლუდის, ლიმონათის, ტკბილეულის უდიდესი წარმოებები და დასაქმებული ჰყავს ბევრი ადამიანი.
ცეზარ ჩოჩელი დაიბადა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, დაბა ახალგორში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
ახალგორში შექმნა ლუდის დიდი წარმოება „ლომისი“. იყო მისი ხელმძღვანელი.
2002 წელს გახდა ახალგორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე.
2002-2003 წლებში იყო ახალგორის რაიონის გამგებელი.
2003 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი.
ცეზარ ჩოჩელმა შემდგომში ახალი მძლავრი, სასახელო საწარმოები გახსნა მცხეთის რაიონში და საქართველოს სხვადასხვა ადგილას. იგი ცოტა ხანს მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორადაც.
ბატონ ცეზარს მომავალში უფრო მეტი გეგმები აქვს ჩაფიქრებული და მათი განხორციელების შემთხვევაში უფრო მეტი ხალხი დასაქმდება სხვადასხვა საწარმოებში მცხეთის რაიონშიც და საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც და უფრო მეტი მილიონები შევა მცხეთისა და საქართველოს ბიუჯეტში.
რაც შეეხება ხუნდაძეს:
__ ამბობენ იგი ძალიან კარგი ექიმიაო;
__ რა ჯობია მაგას კარგი ექიმი ყველგან საჭიროა!
__ კარგი ექიმი ხუნდაძე 4 წელი იყო პარლამენტში.
თუ კარგი ექიმია და მაგიტომ მოხვდა პარლამენტში ჯობია ისევ ექიმად იმუშაოს, რადგან შეიძლება მცხეთის მთავარი ექიმი გახდეს, ანდა მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის მთავარი ექიმი.
შეიძლება ჯანმრთელობის სამინისტროში გადაიყვანონ რომელიმე დეპარტამენტის უფროსის მეორე ან მესამე მოადგილედ.
მაგრამ რა საჭიროა?
თუ კარგი ექიმია უნდა მუშაობდეს ექიმად, რადგან კარგი ექიმი ბევრ ადამიანს ძალზე კარგად უმკურნალებს!
ახლა ცეზარ ჩოჩელი პარლამენტიდანაც დაეხმაროს მცხეთელებს და მთელ საქართველოს!

კომენტარის დატოვება