დავით ბაქრაძე – ვის, თუ არა პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ საქართველოში ძალის დემონსტირება და უფსკრულში გადავარდნა, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რაც მას ევალება, როგორც პრეზიდენტს

ისე, როგროც ბოლო წლების ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, სალომე ზურაბიშვილის განცხადება აცდენილია, მთლიანად პოლიტკურ კონტექსტს , – ამის შესხებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია.

„მთლიანად სახელმწიფოს ინტერესებისთვის  არის მავნებლური. მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი – ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, მოგვიწოდებენ სიტუაციის განმუხტვისკენ, პრეზიდენტი გამოდის და „ქართული ოცნების“ რადიკალებს აქეზებს.

ძალადობის გზით ვითარება ქვეყანა ვერ დამშვიდდება, კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ზურაბიშვილის  განცხადებები ანტისახელმწიფოებრივია და ვის, თუ არა მას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოში ძალის დემონსტირება და უფსკრულში გადავარდნა, პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რაც მას ევალება, როგორც პრეზიდენტს,“ – განაცხადა ბაქრაძემ.