გია ვოლსკი – მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწევთ ყველას ფასილიტატორების მონაწილეობით, რაც ოპონენტებისგან გვესმის,  ულტიმატუმია, როგორც კოლექტიურ სააკაშვილს სურს,  ვერ მოხდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხაებით, მოლაპარაკების მაგიდასთან მმართველი იწვევს ყველას ფასილიტატორების მონაწილეობით, ხოლო რაც ოპონენტებისგან ისმის,  ულტიმატუმია.

მისივე თქმით, ისე, როგორც კოლექტიურ სააკაშვილს სურს, ვერ მოხდება.

„მოლაპარაკების მაგიდასთან სწორედაც ჩვენ ვიწევთ ყველას ფასილიტატორების მონაწილეობით, შუამავალი ელჩების მონაწილეობით,  ვინაიდან გვაქვს კონკრეტული შეთავაზება, რომ თუკი აუცილებლობა არსებობს იმისა, რომ ჩავატაროთ ან რიგგარეშე ან ვადამდელი არჩევნები, ეს უნდა ეყრდნობოდეს სამართლებრივ საფუძველს და არ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დამყარებული იყოს ნებისმიერი ჩვენი ოპონენტის შეხედულებებზე, კოლექტიური სააკაშვილის შეხედულებებზე.

რაც ოპონენტებისგან გვესმის, ეს არაა მოლაპარაკების შეთავაზება, ეს ულტიმატუმია, რომ თქვენ წადით, იმიტომ რომ ჩვენ არ მოგვწონს შედეგები, მილიონზე მეტი ადამიანის დამოკიდებულება შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან და უნდა მოხდეს ისე, როგორც კოლექტიურ სააკაშვილს სურს, ასე ვერ მოხდება, იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოა და საკმაოდ მძლავრი ინსტიტუტები გააჩნია“, – აღნიშნა ვოლსკიმ.