საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნეფული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 469 პაციენტი, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 097 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 261 066-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 425-ია.

ბოლო 24 საათში 18 015 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 11 021, „პისიარ“-ტესტი – 6 994.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,2% პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6% პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,4% პროცენტი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 281 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 769, კლინიკურ სასტუმროში რჩება 228 პირი.