ენმ რიგით მერვე ყრილობისთვის ემზადება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რიგით მერვე ყრილობისთვის ემზადება. ზუსტად სამ საათზე პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ენმ-ს თავმჯდომარის თანამდებობას გრიგოლ ვაშაძე დაიკავებს. ეს თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოერთვა.  პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე  ნიკა მელია ასრულებდა.