კარლ ჰარცელი – ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, რაც მოითხოვს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას ყველა მხარისგან, დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება

ჩემთვის, როგორც ევროპელისთვის ეს იყო კონსტიტუცია, რომელიც აღფრთოვანებას იწვევს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მედიასთან განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ქვეყანაში დღეს არსებულ ვითარებაზე.

„ჩვენ ვუბრუნდებით რეალობას და რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვიმყოფებით გადამწყვეტ მომენტში, რაც მოითხოვს ლიდერობასა და პასუხისმგებლობას ყველა მხარისგან, რათა ეს ვითარება დაბრუნდეს იქ, სადაც უნდა იყოს. მე კოლეგებთან ერთად ვმუშაობ, რათა დახმარება გავუწიო ამ პროცესს. დღეს ორი რამ არის მთავარი, დეესკალაცია და მოლაპარაკების განახლება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.