ღარიბაშვილს თუ ჰგონია, რომ თავისი პრუტუნით აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება – მის სიტყვას ნულოვანი ფასი აქვს, იბრიქოს რამდენიც უნდა – გიგი უგულავა

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კიდევ უფრო დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ ხვალიდან იმიტომ, რომ ამ შლეგი ადამინის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად, კატასტროფული გადაწყვეტილებების ალბათობას ზრდის. მე ველოდები, რომ ჩვენი პარტნიორების წნეხი ხელისუფლებაზე, გაიზრდება”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

თქმით, ამით ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების გადადებითმ ოპოზიციამ მოლაპარაკებებისთვის პატარა სივრცე დატოვა.

„ცხადზე ცხადად ვიცით, რომ აქციების შემთხვევაში, მათ დაგეგმილი აქვთ პროვოკაციები. ღარიბაშვილს თუ ჰგონია, რომ თავისი პრუტუნით ჩვენ ან აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება. მის სიტყვას ნულოვანი ფასი აქვს, ასე, რომ იბრიქოს რამდენიც უნდა. ის ყელი გაწიოს ლამასავით, არ გატყდეს კისერში, მეცოდება. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. აქცია პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თხნოვნით გადავდეთ. მათ ნათლად დაინახეს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის ალბათობა, აქცია გადავდეთ იმიტომ, რომ დავდოვეთ პატარა სივრცე იმისთვის, რომ გონს მოეგონ და მოლაპარაკების მაგიდაზე დასხნდნენ. ჩვენ ვმოქმედებთ ჯანსაღი აზრის ფარგლებში, უდანაშაულო ადამიანების ინტერესებიდან, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელიც დღენიადაგ დაკავებულია პროვოკაციების მოწყობით. ჩვენ არ ავყვებით პროვოკაციებს და ვიქნებით მშვიდი, როგორც არასდროს მტკიცე, როგორც არასდროს”,- განაცხადა უგულავამ.