ლინას  ლინკევიჩიუსი – შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით,  ნატო-ს პარტნიორობის  გაფლანგვა უპასუხისმგებლობა იქნება

შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით,  ნატო-ს პარტნიორობის  გაფლანგვა უპასუხისმგებლობა იქნება, – ასე ეხმაურება ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“ , დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განვითარებულ მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავებას.

„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: მოწინავეები არიან ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებაში, ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან. ამ ყველაფრის გაფლანგვა უპასუხისმგებლობა იქნება. ყველა ლიდერმა უნდა აჩვენოს თავშეკავება და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს”, — წერს ლინას ლინკევიჩიუსი

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს.