მაკა ბოჭორიშვილი – არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი განცხადებით,  არც ჟურნალისტებისგან  აკლიათ სიძულვილის ენა.  მან აღნიშნულის თაობაზე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ საუბრისას „ტვ პირველთან” საუბარში განაცხადა.

„ნუ დავინახავთ ამ რაღაც კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა და ზოგადად, ყველასთვის, ჩემთვის პირადად, სასურველია ვნახო, რომ ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არცერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი არის ნამდვილად შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი”, — განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს დაესხნენ.  მისი თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე დაკავებულია სამი პირი.