პროკურორი –  ნიკანორ მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით

ნიკანორ მელაის მიერ გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე  თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით  მიმართავს, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, – ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა პროლკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვსურს ხაზგასმით ავღნიშნოთ, ბრალდებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ნიკანორ მელიას პატიმრობა არ არის პროკურატურის თვითმიზანი. შესაბამისად, დაცვის მხარის მიერ, მოსამართლის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, განსაზღვრული გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში, ბრალდების მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე,“ – განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით აქვს წარდგენილი. 2019 წლის 27 ივნისს, მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მას დამატებით შემზღუდავ ღონისძიებად ელექტრონული მონიტორინგი დაუწესდა და სამაჯური გაუკეთდა, რომელიც 2020 წლის 1-ელ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა

2020 წლის 3 ნოემბერს, საამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, რის გამოც, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ იგი გააფრთხილა და გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. უწყებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის პატიმრობის მოთხოვნაზე პარლამენტს მისცა, რომელმაც ოპოზიციონერ დეპუტატს იმუნიტეტი 88 ხმით მოუხსნა.

ნიკა მელია სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.