ირაკლი ღარიბაშვილი –  ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ

ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას, – ამის შესახებ პრემირ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრემიერი ასევე მადლობას უხდის შსს-ს თანამშრომლებს, ვახო სანაიას და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის, თავდამსხმელებისდაკავებისთვის.

„მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს,“ – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „ფორმულას“  ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს გუშინ გვიან ღამით თავს დაესხნენ.

პოლიციამ 3 ბრალდებული  ცხელ კვალზე დააკავა.