AstraZeneca-ს გამოყენება ისეთივე ეფექტურია როგორც დაანონსებული იყო – თამარ გაბუნია

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ თამარ გაბუნიამ “ღამის კურიერში” სტუმრობისას  განაცხადა, რომ “ასტრაზენეკას”- ვაქცინის გამოყენება სამხრეთ აფრიკულ შტამზეც ეფექტურია.

“სამხრეთ აფრიკამ შეაჩერა ვაქცინაცია AstraZeneca- სთან დაკავშირებით, ბევრი შეკითხვა დაისვა და ჯანმოს ჰყავს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სპეციალურად მუშაობს ვაქცინაზე. ისინი ამბობენ იმას, რომ AstraZeneca-ს გამოყენება ისეთივე რეკომენდირებულია, როგორიც იყო აქამდე.

ვაქცინა სამხრეთ აფრიკულ შტამზეც მუშაობს, დასტური რაც მეცნიერების ჯგუფისგან მივიღეთ, არის ის, რომ AstraZeneca-ს გამოყენება ისეთივე ეფექტურია როგრც ეს იყო დაანონსებული,”-აღნიშნა თამარ გაბუნიამ.