წითელ ხაზებს ავლებს ოკუპაციის საკითხი

ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში რუსულ-ქართული ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ასაჯაროვებს და ამბობს, რომ რუსეთის მხარე სავიზო რეჟიმის შემდგომ გამარტივებაზე მუშაობს.

-„განცხადებაში არის ნათქვამი, რომ რუსეთში და საქართველოში ცატარებული არჩევნები ამ დიალოგის გაგრძელების საშალებას იძლევა, რაც ფაქტის კონსტატაციაა. ბიზნესმენების ჩამოსვლა როგორც ჩანს შედგება, არის სურვილი. ექსპორტი და იმპორტი, 9 თვის მანძილზე გაზრდილია. ეს შეხვედრა ალბათ ნოემბერ-დეკემბერში იგეგმება. მიმდინარე წლის დასაწყისიდან საკმაოდ გამარტივდა სავიზო რეჟიმი და მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ითქვა, რომ რუსეთის მხარე შემდგომ გამარტივებაზე მუშაობს“ – აცხადებს აბაშიძე.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას დეპუტატი გია ვოლსკი.

ვოლსკი

ვოლსკი აქვე დასძენს, რომ ეკონომიკისა თუ ჰუმანიტარული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ოკუპაცია აფერხებს.

„ეკონომიკის, სოციალური ურთიერთობების გაღრმავება გაფართოება ან ინტესიფიკაცია არის დამოკიდებული ორივე მხარის კეთილ ნებაზე, მაგრამ ყველაფერს ამას ჩარჩოში აქცევს, წითელ ხაზებს ავლებს ოკუპაციის საკითხი, თუმცა ურთიერთობების გაფართოება თუ განმტკიცება, მათ შორის ეკონომიკურის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ მომავალში ასე თუ ისე მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავწყვიტოთ უამრავი პოლიტიკური თემა“ – აცხადებს გვოლსკი.

 

კომენტარის დატოვება