საქართველო ახალ ამერიკულ ვაქცინა NOVAVAX-ს მიიღებს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო ახალ ამერიკულ ვაქცინა NOVAVAX-ს მიიღებს.

გამყრელიძის თქმით, საქართველოს NOVAVAX-სის მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკება დაწყებული აქვს.

„დამიდასტურეს, რომ ფული unicef-ზე უკვე გადარიცხულია. დანარჩენი რას გამოაცხადებს COVAX პლატფორმა, ეს არ ვიცი. ვიცი ის, რომ ჩვენ COVAX პლატფორმისგან მივიღეთ შემოთავაზება რომ მეორე ძალიან პერსპექტიული, ახალი ამერიკული ვაქცინა 2 თვის შემდეგ განთავსდება COVAX-ზე და მას საქართველო მიიღებს.

ამ ვაქცინას საქართველო მიიღებს და ჩვენ გვაქვს NOVAVAX-სის მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.