„თევზი თავიდან ყროლდება“-პეტიცია მედვედევის გადადგომის მოთხოვნით

საიტზე Change.org მედვედევის გადადგომის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა, რომელზეც პირველივე დღეს 100 ათასი ხელმოწერა დაფიქსირდა.

  •  „თევზი თავიდან ყროლდება, იქნებ აქედანაა მინისტრთა კაბინეტის მუშაობა ასეთი „ეფექტური“-ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციას რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს წარუდგენენ.

პეტიციამდე გამოცემა Financial Times წერდა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დიდი ალბათობით მედვედევს „სახლში გაუშვებენ“. ამ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა და განაცხადა, რომ ეს „ყავაზე მკითხაობას“ ჰგავს.

კომენტარის დატოვება