პოლიციამ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე გორში სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, სამი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. , 1996 წელს დაბადებული გ.ბ. და  1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. მათ ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედებათ.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს. სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.