მამუკა ხაზარაძე „ქართულ ოცნებას” – jonson&Jonson-ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა – უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრისმაქნისები ხართ

ოცნება! როდემდე უნდა გააგრძელოთ ქვეყნის უკუსვლა? , – ამის შესახებ  „ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

„Jonson&Jonson ის 11 მილიონი ვაქცინა უკვე სამხრეთ აფრიკამ იყიდა, ვაქცინა რომელიც ორი დღის წინ დაარეგისტრირა ამერიკის FDA- მ. უნდა აღიაროთ სახალხოდ, რომ არაფრის მაქნისები ხართ ჩვენდა სამწუხაროდ. ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა! ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები! ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი მენეჯმენტი! დროის გაწელვის სხვა ყველა მცდელობა უფსკრულისკენ მიგვაქანებს”, – წერს ხაზარაძე.