გიგა ბოკერია – მთავრობისგან ვხედავთ სიცრუით სავსე კამპანიას, ვითომ ოპოზიციის მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქციამ პრობლემები შეუქმნა მოლაპარაკებებს

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რა ფორმით გაგრძელდება ოპოზიციის აქციები, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს აქციები მოლაპარაკებების პროცესს უშლის ხელს.

„ვხედავთ სრულიად საფუძველს მოკლებულ, ტრადიციულად სიცრუით სავსე კამპანიას, როგორც მთავრობისგან, ისე მთავრობასთან დაახლოებული სპიკერებისგან, ვითომ ოპოზიციის მშვიდობიანმა და ლეგიტიმურმა აქცია შეუქმნა პრობლემები მოლაპარაკებებს. ეს არის სრულიად არალეგიტიმური და სიცრუით სავსე პოზიცია, სწორედ ამიტომ, ჩვენ ჯერ კიდევ გუშინ მივიღეთ გადაწყეტილება, რომ აქციის ფორმას შევცვლით. ივანიშვილის გარემოცვას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ სრულიად უსაფუძვლო საბაბიც კი უნდა მოვუსპოთ“, – განაცხადა ბოკერიამ.