გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა  საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ კნირშს წერილი მისწერეს

გერმანიაში მცხოვრებმა  ქართველების ერთმა ჯგუფმა  3 მარტს  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ კნირშს წერილი გაუგზავნა
წერილში, რომელიც დასათაურებულია – „ოლიგარქისადმი მიდგომამ დღემდე მცირე შედეგი გამოიღო“, მისი ავტორები გამოხატავენ იმედგაცრუებას, რომ საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატია ირყევა და განსაცდელის წინაშეა, ხოლო სამართლებრივი  „სახელმწიფო შეუჩერებლად იხევს უკან ძალადობის სასარგებლოდ”.
ელჩისთვის მიწერილ წერილში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა „საარჩევნო უწყების, პროკურატურის და სასამართლოების თავისი კონტროლის ქვეშ მოქცევა“. ამით, განაგრძობენ ისინი, „მან მიაღწია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას“ დაპატიმრებას.
იხილეთ წერილის ელექტრონული ვერსია.