ამერიკელთა ქველმოქმედება ეწერის საჯარო სკოლაში

დავით ცხვარაძე

სამტრედიის რაიონის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში “ნიჭიერი 2016 ” გამოსავლენად ღონისძიება გაიმართა.

სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს სპეციალური ნომრები წარუდგინეს და ჟიურისგან შესაბამისი შეფასებები დაიმსახურეს.

14800870_335400630156157_1790336638_n

ჟიური ამერიკიდან ღონისძიებისთვის სპეციალურად ჩამოსული სტუმრებით გახლდათ დაკომპლექტებული. ამერიკელი სტუმრები საქველმოქმედო ორგანიზაცია “თბილისის მოზარდთა სახლის” დამაარსებლები და დამფინანსებლები არიან. აღნიშნული ორგანიზაცია ეწერის საჯარო სკოლას უკვე წლებია აფინანსებს. როგორც სკოლის დირექტორმა მიხეილ კოპალეიშვილმა განმარტა , ” თბილისის მოზარდთა სახლი” ეწერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა უფასო კვებას, ტრანსპორტირებას და მედიკამენტებით მომარაგებას უზრუნველყოფას, ასევე ორგანიზაცია სკოლის წარჩინებული მოსწავლეების უმაღლეს სასწავლებელში სწავლას აფინანსებს.

14794111_335400623489491_1053690663_n 14801213_335400626822824_1341365763_n

შეგახსენებთ: სოფელი ეწერი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე ზღვის დონიდან 35 მეტრიში,და სამტრედიიდან 6 კილომეტრიში

 

კომენტარის დატოვება