საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეს ირჩევს

საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეს ირჩევს. კენჭისყრა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 8 წევრი ორ კანდიდატს შორის გააკეთებს არჩევანს.

მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი – ზაზა თავაძე. იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატიდან ერთ-ერთი გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მას პლენუმის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროება.

ზაზა თავაძე, რომელიც პაპუაშვილის წასვლის შემდეგ თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2010 წლიდან გახდა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული ირინა იმერლიშვილი კი, სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებას ორი კვირის წინ შეუდგა.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ინიშნება.

კომენტარის დატოვება