ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი მწვავე საკითხად რჩება

პრაღაში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, გარდა ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხებისა შეხვედრაზე მისი მხრიდან ისევ დაისვა გიგა ოთხოზორიას მკვლელის შესაბამისად დასჯის საკითხი.

„ჩვენთვის ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი მწვავე საკითხად რჩება. სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მათგან მოვისმინეთ ასეთი ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მუშოაბა სავიზო რეჟიმის შემდეგი გამარტივებისთვის. სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი არაა, მაგრამ თუ გამარტივდება იქნება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.“- განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძის განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით.

კომენტარის დატოვება