ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, პროგრესისთვის კი საჭიროა არამარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა – გიორგი ხელაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ხელაშვილის  თქმით, ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო, ხოლო პროგრესისთვის საჭიროა არამარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა.

„პარტიის შიგნით ერთიანი პოზიცია გვაქვს. ტანგოს ცეკვისთვის ორია საჭირო. შესაბამისად პროგრესისთვის საჭიროა არამარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა. ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, უნდათ მათ მუდმივად ამ არაკონსტრუქციულ რეჟიმში ყოფნა, თუ უნდათ რეალურად შედეგის მიღწევა,”- გიორგი ხელაშვილმა.