ბადრი ჯაფარიძემ მოიკრიბოს გამბედაობა და თქვას, როდის იცრუა – გახარია გახმაურებულ წერილზე

,,პარტია საქართველოთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ბადრი ჯაფარიძემ იცრუა, რადგან მას არანაირი წერილი არ გადაუცია.

,,ბადრი ჯაფარიძემ ჯერ მოიკრიბოს გამბედაობა და თქვას მაშინ იცრუა თუ ახლა იცრუა, როცა თქვა რომ მე შუამავალი არ ვარ და გახარიასთან კავშირი არ მქონიაო. ხაზარაძე მაგისტრ მოსმაართლესთან მივიდა და თქვა, რომ შუამავალი კი იყო, მაგრამ ეს შუამავალი ოჯახის წევრი იყო ახლო ნათესავიო მაშინ როცა ბადრი ჯაფარიძე ასეთი არ არის სამართლებრივად და იურიდიულად, ამ ადამიანებმა მოიკრიბონ გამბედაობა და თქვან რომ რაღაც მიზეზების გამო მაშინ ცრუობდნენ ან ეხლა ცრუობენ.“ – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მუქარის წერილი გაუგზავნა, სადაც ეწერა, რომ “რაღაცის შეუსრულებლობის” შემთხვევაში, ხაზარაძეს და TBC ბანკს რეპუტაციული ზიანი მიადგებოდა. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიამ მუქარის წერილი პირადად მას გადასცა.