“წინ კონსოლიდაციისკენ იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია!”

 

მას შემდეგ, რაც აფხაზეთის მთავრობის მრჩეველთა ბიუროს წევრმა  კახაბერ თორიამ

საჯარო განცხადება გააკეთა იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9B-%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%A1/

დღეს ის მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ზოგადად არსებული ხელისუფლებაც, სხვა წინამორბედებისგან განსხვავებით გამოკვეთილი ძალისხმევით ცდილობენ დევნილთა პრობლემატიკის სხვადასხვა კომპეტენციით, ხოლო ამ შემთხვევაში ბინებით ეტაპობრივ უზრუნველყოფას, რაც თავისთავად დასაფასებელი და მისასალმებელია.

-„სამართლიანობა მოითხოვს ასევე ითქვას, რომ ბატონი სოზარ სუბარი და ზოგადად არსებული ხელისუფლებაც, სხვა წინამორბედებისგან განსხვავებით გამოკვეთილი ძალისხმევით ცდილობენ დევნილთა პრობლემატიკის სხვადასხვა კომპეტენციით, ხოლო ამ შემთხვევაში ბინებით ეტაპობრივ უზრუნველყოფას, რაც თავისთავად დასაფასებელი და მისასალმებელია. ამასთან, ბოლო დროს სააშკარაოზე გამოტანილი პროექტი “დევნილთა შემწეობის დიფერენცირების თაობაზე” არ წარმოადგენს სრულყოფილ დოკუმენტს და მიმდინარეობს მისი დახვეწა-ფორმირება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. აღსანიშნავია რომ მთავრობა აშკარად ითვალისწინებს ხალხის განწყობას ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით, და ამჯერადაც გაკეთდა საკმაოდ კონსტრუქციული განცხადებები მასზედ, რომ მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ხალხის აზრი. ასევე, უხერხულია მოცემული სიტუაციის გამოყენება სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, და უფრო კორექტული იქნებოდა ერთობლივი აზრის ფორმირება და შეჯერება აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. ჩემი სუბიექტური აზრია, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ, ვართ თუ არა ჩვენ ერთმანეთისადმი განწყობილი მეგობრულად, და კონსტრუქციულ ჩარჩოებში ვცდილობთ თუ არა ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას ზოგადად რეფორმების თვალსაზრისით.

ასე რომ, ჩემი უმორჩილესი თხოვნაა ზოგიერთი ძალებისადმი, რომ თავი შევიკავოთ პოლიტიკური “ინსინუაციებისგან” და მივცეთ სახელმწიფოს უმტკივნეულო რეფორმების გატარების საშუალება, რასაკვირველია კვლავ და კვლავ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით. მითუფრო გაუგებარია აქცენტის გადატანა ზოგიერთ სახელისუფლებო სტრუქტურაზე, და მამაპაპური გამოთქმისა არ იყოს, “ცხენს ვერ ერეოდნენ და უნაგირს აჯანჯღარებდნენო”, მსგავსი უმისამართო კრიტიკის კორიანტელის დაყენება. ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი და პროექტი გადაეგზავნა ყველა საჭირო სამსახურს, რათა გასულიყო ფართო მასებზეც და პერსპექტივისთვის მოხდეს შეჯერებული ხედვის დაფიქსირება და შემდგომ საჭიროების შემთხვევაში იმპლემენტაცია.

კიდევ ერთხელ მოკრძალებულად და პატივისცემით გთხოვთ, განსაკუთრებით ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილ კატეგორიებს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და წინ კონსოლიდაციისკენ იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ქვია“-აცხადებს თორია.

კომენტარის დატოვება