ვახტანგ გომელაური – ნიკა მელიას დაკავების ოპერაციისას არ ვიცოდით რა მასშტაბის არეულობა შეიძლება მომხდარიყო, დაზღვევის მიზნით პარტიის ოფისში შესული იყო შს სამინისტროს, დაახლობით, 200 თანამშრომელი

შინაგან საქმეთა მინისტრის  ვახტან გომელაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების დროს  არ იყო ცნობილი, თუ რა მასშტაბის არეულობა შეიძლება მომხდარიყო და ამიტომ მოხდა შესაბამისი უწყებების მობილიზება. ამის შესახებ მან პარლამენტში  „მინისტრის საათის“ მოსმენის ფარგლებში საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ განჩინებით დაგვევალა ნიკა მელია დაკავება. დაკავების ოპერაციისას არ ვიცოდით რა მასშტაბის არეულობა შეიძლება მომხდარიყო. დაზღვევის მიზნით პარტიის ოფისში შესული იყო შს სამინისტროს, დაახლობით, 200 ადამიანი.

ასევე მობილიზებულნი იყვნენ  მაშველები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ისინი ოფისში არ შესულან.

იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გაჩენილიყო და უბედურება დატრიალებულიყო, ამიტომ იყვნენ სახანძრო მანქანები. უშალოდ შიგნით ბევრად ნაკლები პოლიციელი შეივდა, ვიდრე იქ ხალხი დაგვხვდა,“ –  განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.