ქალაქის ნარჩენების პოლიგონი დიდი ლილოს ტერიტორიაზეა მოწყობილი

როგორც თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, გულიკო ზუმბაძე აცხადებს, ქალაქის ნარჩენების პოლიგონი დიდი ლილოს ტერიტორიაზეა მოწყობილი, რომელიც 2010 წელს გარემოზე შეფასების შეფასების გარეშე განთავსდა და თავიდანვე მთელი რიგი შეცდომები იყო დაშვებული. შეცდომები იყო ექსპლუატაციის პროცესში, რამაც წარმოქმნა მძიმე მდგომარეობა. იქ წლების განმავლობაში უმძიმესი სუნი აწუხებს მოსახლეობას და რაღა თქმა უნდა მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.

  -„2014 წელს ამ საკითხის ირგვლივ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და აი, 2016 წლის თებერვალში, ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად 11 მილიონი ლარი გამოიყო. ტენდერი მოიგო კომპანია „დაგმა“, რომელიც მთელ სამუშაოს 8 მილიონ ლარად შეასრულებს. სამუშაო 1 წელიწადში უნდა დასრულდეს. ვინაიდან ჩვენთვის მთავარია სამუშაოს ხარისხი, გამოცხადდა ტენდერი საზედამხედველო სამუშაოების ცატარებაში. ტენდერში გაიმარტჯ კომპანია „ტრიჯიტმა“, თუმცა, მაინც იყო რაღაც ეჭვები, შიში, და  ამიტომ გადაწყდა, რომ ეს კომპანიები პერიოდულად ჩაგვაბარებენ გაწეული სამუშაოების ანგარიშს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნაგავსაყრელი 40 წლიან შენახვას საჭიროებს, შემდეგ კონსერვაციის პერიოდს, რათა არ იყოს ხიფათის შემცველი. ექსპერტების აზრით სწორედ 40 წელი სჭირდება ამ ნაგავსაყრელის დაწვას და გაუვნებელყოფას“-განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

 გულიკო ზუმბაძის თქმით დაწყებულის ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს შექმნაზე მუშაობაც. მისივე თქმით, დიდი ლილოს ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის განადგურების შემდეგ დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურისა და გამწვანების ზოლის შექმნა. გულიკო ზუმბაძე აცხადებს, რომ დიდი ლილოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით, იგი პირადად შეხვდება ჯანდაცვის მინისტრს.

“დიდი ლილოს დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს უკვე ჯანმრთელობის პრობლემები არსებული ნაგავსაყრელის გამო, ამიტომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების ჯანმრთელობის გამოკვლევა პრევენციის მიზნით, ამის შესახებ მე პირადად ვაპირებ ვესაუბრო ჯანდაცვის მინისტრს,“-განაცხადა ზუმბაძემ.

კომენტარის დატოვება