მოსკოვში პოლიციელი დაჭრეს

აქციის მსვლელობის დროს მოსკოვში პოლიციელი დაჭრეს. გამოძიება უკვე დაიწყო. საგამოძიებო უწყების თქმით, ადამიანთა ჯგუფი სპეციალურად დაესხა თავს პოლიციელს და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

თავის არეში დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას პირველად დახმარებას უწევენ.

უფრო ადრე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოლიციელმა მიიღო ტრამვა. აქცია არასანქცირებული იყო, დღეს მოსკოვში აქციის 600-მდე მონაწილე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით დაკავება მოხდა პეტერბურგში. იქ 130 მოქალაქე დააკავეს.