ტრამპის სიძე თეთრი სახლის ახალი სპეცგანყოფილების უფროსი გახდება

The Washington Post -ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი თეთრი სახლის ახალი სპეცგანყოფილების უფროსი გახდება.

სპეცგანყოფილების სახელი იქნება „თეთრი სახლის ამერიკული ინოვაციების მართვა“. ექნება მოქმედების ფართო არეალი და ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პრეზიდენტთან. ერთ-ერთი ფუნქცია იქნება სახელმწიფო მართვისთვის „ახალი ხედვის“ მიწოდება.

კუშნერი თავისი ჯგუფით ტექნოლოგიების განვითარებაზე იზრუნებს და იმუშავებს ინფრასტრუქტურისთვის ახალი პროექტების განხორციელებაზე, რომლის ბიუჯეტი 1 დრილიონი დოლარი დამტკიცდება.

ტრამპი საგადასახადო რეფორმის განხორციელებასაც გეგმავს.