“წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გათავისუფლების შესახებ”

მწუფე პეტრეს ინფორმაციით, “წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გათავისუფლების შესახებ”.

„მე როგორც ვიცი კულუარულად, ერთ-ერთი საკითხი სავარაუდოდ, იქნება მამა გიორგის საქმე. წინა შეხვედრაზე თითქოსდა კომისია შეიქმნა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა რაღაც მოკვლევა. თუ ისინი მხოლოდ იმას დაეყრდნობიან, რაც პროკურატურამ თავიდანვე თქვა, არ ვიცი. ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მათ უნდა გაეკეთებინათ შეფასება იმაზე, რამდენად რეალურად იყო დანაშაულის ჩადენაში მხილებული მამა გიორგი“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ დეკანოზთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეუფე ნიკოლოზი და მეუფე საბა იმყოფებოდნენ. გამორიცხული არაა, რომ დეკანოზმა მეუფეებს სინოდის წევრებთან გარკვეული მოსაზრებები და თხოვნები გადასცა.