“ქართულმა დიპლომატიურმა კორპუსმა უფრო მეტი უნდა იმუშაოს…”

აფხაზურ ადუგენური დიასპორის წარმომადგენლებლა რამდენიმე დღის წინ იორდანიაში დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია ჩაშალეს.

ამ საკითხზე კომენტარისთვის ახალგაზრდა დიპლომატს, ჟანა მაჩალაძეს დავუკავშირდით.

საქართველოს 20% ოკუპირებულია, მართალია აფხაზებსა და ქართველებს არც თუ ისე სახარბიელო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთში , მაგრამ ჩვენი საერთო ძალისხმევით ვცდილობთ მეტად დავუმეგობრდეთ მათ, ჩვენს მიერ გადადგმული ყველა პატარა თუ დიდი ნაბიჯი იქნება ეს კულტურული, დიპლომატიური, საგანმანათლებლო მიზანმიმართულია , სიახლოვისთვის,შერიგებისთვის, თანამეგობრობისთვის და საჯაროდ აღიარებისთვის , რომ აფხაზეთი საქართველოა .

რაც შეეხება დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაციას , რომელიც ნათარგმნია აფხაზურ, ჩერქეზულ, ოსურ ენებზე პირველრიგში გამოხატავს ღრმა პატივისცემას აფხაზ, ჩერქეზ, ოსს,ხალხის მიმართ და ხაზს უსვამს ტერიტორიულ მთლიანობას , იმას რომ ეს ტერიტორიები ოდითგანვე საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, არმივატოვებთ მათ და ვიზრუნებთ მეტი სიახლოვისთვის.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციამ შესძლო აფხაზეთში სეპარატისტული განწყობის შექმნა , რუსეთ-საქართველოს ომის ინსპირირება , რამაც მძიმე შედეგამდე მიგვიყვანა , მოხდა აფხაზეთიდან მოსახლეობის გამოდევნა, სწორედ ამ ყოველივედან გამომდინარე მოხდა 28ოქტომბერს საპროტესტო აქცია აფხაზი ხალხის მხრიდან , რომლებიც უნდობლობას უცხადებენ ყველაფერ ქართულს, არ ცდილობენ ჩვენთან ერთად გადმოგან მეტი ნაბიჯი სიახლოვისთვის.

რაზეც ქართულ დიპლომატიურ კორპუს მეტად სამუშაო აქვს , ვიცით რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის დაძაბული მდგომარეობაა, რაც ფსიქო-ემოციური სიმძაფრით გამოიხატება, მაგრამ მე კვლავ ჩემს აზრზე ვრჩები , რომ ეს პროტესტი აფხაზი ხალხის მხრიდან გადავიდა პოლიტიკურ ვითარებაში და რომ არა არსებული პოლიტიკური დაძაბულობა, შესაძლებელი იქნებოდა მშვიდობიანად დიპლომატიური თვალსაზრისით , ღონისძების ჩატარება. ქართულმა დიპლომატიურმა კორპუსმა უფრო მეტი უნდა იმუშაოს.

აფხაზეთი საქართველოა!