ლაშა ნაცვლიშვილი: ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ამით გამწარებული უტევდე მის არასრულწლოვან შვილს, – ამის შესახებ POSTV-ის ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

„ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ. ღირსეულ ოჯახში აღზრდილი ნამდვილი ქართველი კაცი. როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ამით გამწარებული უტევდე მის არასრულწლოვან შვილს, უკანონოდ იწერდე მის საუბრებს და ამონტაჟებდე პოლიტიკური დივიდენდის მისაღებად“, – წერს ნაცვლიშვილი.