მამუკა მდინარაძე: მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს ჩემი საუბრის, თანამდებობიდან მე უნდა გადავდგე?

ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან არის ადეკვატური, – ასე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.

„განცხადება არ წამიკითხავს, თქვენგან გავიგე – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო უკანონო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან არის ადეკვატური. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ჩუბინიძემ ჩაიწერა რაიმე? ღარიბაშვილმა მოიპოვა უკანონოდ, თუ რას მეკითხებით? ანუ, თქვენი ჩანაწერი რომ გავრცელდეს და გამოძიება დაიწყოს, თანამდებობიდან თქვენ უნდა გადადგეთ? მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს ჩემი მონასმენის, თანამდებობიდან უნდა გადავდგე, ამას მეკითხებით?, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.