გია ვოლსკი – ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შეთანხმების სურვილი არ გააჩნიათ, სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს.

როგორც ვოლსკი აცხადებს, ოპოზიციას შეთანხმების სურვილი არ გააჩნია.

„ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შეთანხმების სურვილი ან ინტერესი არ გააჩნიათ, მათზე მრავლობითში არ ვლაპარაკობ, მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაციას „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს და პრაქტიკულად, მას მთავარი ამოცანის შესასრულებლად ყველა დაექვემდებარა, რაც არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენა, მაგრამ ამას წინ აღუდგა საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრება და პოზიცია, რაც თუნდაც მათ მიერ ნაქებ „ენდიაის“ კვლევებშიც ჩანს და ამ ყველაფერმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ევროკავშირის ქვეყნებსა და ამერიკაში. მხოლოდ ეს მაძლევს იმედს, რომ ჩვენი ოპონენტებისთვის თავის სატელიტ პარტიებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან მისვლა სავალდებულო და აუცილებელი იქნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.