ხელისუფალო! ერის და ქვეყნის სუნთქვას უნდა გრძნობდე!…უბრალოდ უნდა გიყვარდეს!

ზაზა მჟავია

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა

-“სახელმწიფოებრივად აზროვნება ნიშნავს პირველ რიგში მსახურებას ქვეყნისთვის, მსახურებას ხალხისთვის და არა ბატონობას;

სახელწიფოებრივად აზროვნება ნიშნავს ასკეტურ ცხოვრებას, საკუთარი თავის ზვარაკად შეწირვას ქვეყნისთვის;

სახელმწიფოებრივად აზროვნება ნიშნავს, როცა შენი ერის, ქვეყნის მაჯაზე გიდევს ხელი და მათი გულის ცემა გესმის;

სახელმწიფოებრივად აზროვნებაა როცა შენი ქვეყანა ტკივილამდე გიყვარს, ტკივილამდე!!!!!! ისე უნდა გიყვარდეს,რომ მისი სიყვარული განგრევდეს, გტკიოდეს, მის იქეთ ვერაფერს ხედავდე… შენი ერი უნდა გტკიოდეს, მისი ცრემლი შენი ცრემლი უნდა იყვეს, ქვეყნის ერთი გოჯი მიწა შენი სხეული უნდა იყვეს, თითო ხის, მდინარის, კლდის და მთის ღუღუნი უნდა გესმოდეს… ერი , ბერი და სარწმუნოება შენეული უნდა იყვეს, შესისხლხორცებული….ერის და ქვეყნის სუნთქვას უნდა გრძნობდე, უსმენდე, მას უნდა ეხებოდე..უბრალოდ უნდა გიყვარდეს….და უნდა თქვა…. მე შენ მიყვარხარ!!!! და ამ სიტყვას ცრემლი უნდა ახლდეს, მიყვარხარ– ეს გულს და სულს უნდა უყვარდეს, შენი ქვეყნის განთიადს შენი ქვეყნისთვის ლოცვით უნდა ხვდებოდე, სანთელს რომ დაუნთებ შენს სამშობლოს, სხეულში უნდა გაგაჟრჟოლოს… “მრავალჟამიერის” გაგონების დროს გული ყელში უნდა ამოგდიოდეს და “არხოტოს” მოსმენის დროს, ცრემლს ვერ უნდა იკავებდე… ხელისუფალო… !!!!! უბრალოდ უნდა გიყვარდეს!!!”

კომენტარის დატოვება