მეუფე პეტრე – ეტყობა, ამ პარტიებს ყველას ჰყავს მეუფე იაკობი ნახმარი  და ამიტომ იყენებს ამ სიტყვას. მე ვარ ერთადერთ პარტიაში – ქრისტე ღმერთის ერთობა

უზრდელი მოდის პროვკაციაზე, რათა მე რამე არაქრსიტიანული ჩავიდინო. რა თქმა უნდა, მე ამ შეცდომას არ დავუშვებ და აღვესრულები ქრისტიანულად, – ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა და გამოეხმაურა ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებას, სადაც იგი მასზე საუბრობს და ამბობს, რომ „ადრეც ვთქვი, ბოლომდე არ უნდა იხმარო და მერე არ უნდა გადააგდო….რა ზომებზეა საუბარი და რასაც იმსახურებს მიიღებს”.

„ეტყობა, ამ პარტიებს ყველას ჰყავს მეუფე იაკობი ნახმარი  და ამიტომ იყენებს ამ სიტყვას. მე ვარ ერთადერთ პარტიაში – ქრისტე ღმერთის ერთობა.

როდესაც მეუფე იაკობი გამოდის და უზნეობას, უწმინდურობას საუბრობს  პატრიარქის სიტყვას ახმოვანებს  და ამ უზნეობას წერტილი დაესმება. ავაზაკები და  უზრდელი ადამიანები ეკლესიიდან აუცილებლად განიკვეთებია, ამის პირობას მე ვაძლევ საქართველოს მართმადიდებელ ერს.

უზრდელი მოდის პროვკაციაზე, რათა მე რამე არაქრსიტიანული ჩავიდინო. რა თქმა უნდა, მე ამ შეცდომას არ დავუშვებ და აღვესრულები ქრისტიანულად. თავს ვწირავ ამ უწმინდურობის, უზნეობის და კოლექტიური მეუფე იაკობების წინააღმდეგ, რომლებიც ცრუ და უზნეო ეპისკოპოსები არიან საქართველოს ეკლესიაში და მე აუცილებლად მივიღებ ღვთისაგან ჯილდოს,“ – თქვა მეუფე პეტრემ.

ცნობისთვის ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი არ გამორიცხავს, რომ პეტრე ცაავა ეკლესიიდან საბოლოოდ განკვეთონ. იგი მის როლზე საუბრობს და შემდეგ კომენტარს აკეთებს: „თქვენ მკითხეთ მეუფე პეტრეს როლზე. ცოტა ხანში პარტიებმა რომ ასე აღარ გამოიყენონ ეგ ადამიანი, ალბათ ჩვენ მივიღებთ იმ ზომებს, რასაც იმსახურებს და მერე ყველანი ვნახავთ მაგის მდგომარეობას. ადრეც ვთქვი, ბოლომდე არ უნდა იხმარო და მერე არ უნდა გადააგდო….რა ზომებზეა საუბარი და რასაც იმსახურებს მიიღებს”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.