ეკატერინე ტიკარაძე: „ფაიზერის“ ვაქცინას 22 მარტის კვირაში ველოდებით

„ფაიზერის“ ვაქცინას  22 მარტის კვირაში ველოდებით “, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

„„ ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ კოვაქს“ პლატფორმასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ვიყოთ კორექტულები და სოლიდარულები. დღესდღეობით მოწოდებასთან დაკავშირებით, როგორც „კოვაქს“ პლატფორმას, ასევე მწარმოებლებსაც გააჩნიათ გარკვეული სირთულეები. ჩვენც გარკვეული თმენის ვალდებულება გვაქვს, აქედან გამომდინარე სოლიდარობაც.

რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, ჩვენ ზუსტად ვიცით და ეს თარიღი ამ ეტაპისთვის არ არის შეცვლილი, 22 მარტის კვირაში ველოდებით „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლას. თუმცა, ასევე გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „იუნისეფი“ და „კოვაქს“ პლატფორმა ინტენსიურად მუშაობს იმ მიმართულებით, რომ შესაძლებელი გახდეს დამდეგ კვირაში ვაქცინის შემოტანა. ამაზე ინფორმაცია თუ დადასტურდება, რა თქმა უნდა, ნაადრევად გავავრცელებთ. სხვა მხრივ ქვეყანაში სრული მზაობაა იმისთვის რომ „ფაიზერის“ ვაქცინა მივიღოთ და შესაბამისად ამ ვაქცინითაც დავიწყოთ ვაქცინაცია“,-აცხადებს ტიკარაძე.