თუ „ჯანმო”  მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მსოფლიოში შეჩერდეს „ასტრაზენეკათი“ ვაქიცნაცია, საქართველოც შეაჩერებს, ვაქცინის ხარისხთან  და ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით,  არანაირი კითხვა არ არსებობს – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე  ტიკარაძე ზოგიერთ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაციის შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

მინისტრისს ანცხადებით, საქართველოში შემოსულ „ასტრაზენეკას“ ხარისხთან და სანდოობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

„ ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია პირველ რიგში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე იმ ქვეყნების სამედიცინო დაწესებულებებთან და წარმომადგებლებთან. მნიშვნელოვანია აღნიშნოს, რომ ვაქცინებს გააჩნიათ სერიული ნომრები, საქართველოში შემოსულ სერიულ ნომერთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ზოგადად მსოფლიოში უნდა შეჩერდეს „ასტრაზენეკათი“ ვაქიცნაცია, საქართველოც შეაჩერებს. ამ ეტაპისთვის, ეს რისკებიც არის გადაზღვეული და არანაირი კითხვა ამ ვაქცინის ხარისხთან, სანდოობასთან და ზიანის მიყენებასთან დაკავშირებით, არ არსებობს”, – განაცხადა ტიკარაძემ.