მიხეილ სარჯველაძე ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე: უკიდურესად ვიწრო უნდა იყოს ხედვის არეალი და მასშტაბი იმისთვის, რომ ადამიანმა ასეთი დასკვნა გულწრფელად გააკეთოს

სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ უკიდურესად ვიწრო უნდა იყოს ხედვის არეალი და მასშტაბი იმისთვის, რომ ადამიანმა ასეთი დასკვნა გულწრფელად გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ნინო ბურჯანაძის განცხადებას.

მისი თქმით, ნინო ბურჯანაძის განცხადება რუსეთთან დაკავშირებით, მცდარი მოსაზრებაა.

„თუ სხვა რაიმე მოტივია, ამის შეფასება გამიჭირდება. ეს არის მცდარი მოსაზრება და ჩემი აზრით, მას არსებობის უფლება არ აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია