გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენი გამოცხადდა. ორივე მათგანს, ზ.ხ-სა და ა.ქ.-ს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ.

განაჩენი მცხეთის რაიონული სასამართლოს  მოსამართლემ ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

ამავე საქმეზე ცხრა მარტს მოსამართლემ სამ ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გენერალურმა პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი ადამიანის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო.