“HEROკრატია”

ბლოგი

თამთა მეგრელიშვილი

კინო ძალიან საინტერესო ფენომენია, რომელიც ხელოვნების არაერთი დარგის სინთეზია მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფენომენით (მონტაჟით-დროის მართვის შესაძლებლობით).

სწორედ ამ ფორმით ფილმი “Heroკრატია” უახლეს წარსულში გვაბრუნებს,სურათის თემატიკა სულისშემძვრელია და საქართველოს მოსახლეობის ნაწილს  პირადად შეეხო ნაწილს კი ციხის კადრების ჩვენებით გაშლილი თითივით მოგვიტანეს თვალთან და დაგვანახეს მწარე რეალობა  -“ აი რა ხდებოდა მაშინ როცა თქვენ ღრმა ძილით გეძინათ!”

მე, როგორც რიგით მოქალაქეს და როგორც ამ ისტორიის ერთ ერთი პერსონაჟის მეგობარს  ტკივილთან ერთად სიმაყის განცდა მეუფლება რომ ის გადარჩა,გვერდით მიზის და ერთად ვუყურებთ ფილმს მაგრამ მოსვენებას არ მაძლევს იმ ადამიანებზე ფიქრი რომლებიც ფიზიკურად თუ მორალურად შეეწირნენ ამ სისტემას და მათთვის უკვე  ყველაფერი დასრულდა…

ვაცნობიერებ რა ჩემს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, საჭიროდ მიმაჩნია ამ ფილმის არსებობა, რათა გავაანალიზოთ სისტემის დადებითი და ნაკლოვანი მხარეები მაგრამ როგორც იურისტი დადებითად ვერ შევაფასებ ფილმის  ჩვენებას წინასაარჩევნო პერიოდში.

ფილმი ცალსახად შექმნილია კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ,მისი მიზანია კიდევ ერთხელ შეგვახსენოს გასული პერიოდი,მმართველობის სისტემის ნაკლოვანი მხარეები რამაც ამამორჩეველზე შესაძლოა არაპირდაპირი გავლენა მოახინოს და უმრავლესობასა და უმცირესობას შორის  მიღწეული მეტ ნაკლებად მშვიდი საარჩევნო ფონი არიოს.

ასევე უმრავლესობაში მყოფი ხელისუფლების მისამართით შესაძლოა გაჩნდეს კითხვები – ამ ფონზე რატომ მოხერხდა ეგრედ წოდებული “კოჰაბიტაცია”.

ვუშვებ იმასაც რომ ეს რისკები უმრავლესობის მხრიდან გააზრებულია

მაგრამ  ის ძირითადი მიზანი  შეექმნათ მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო, მშვიდობიან გარემოში ჩატარებული არჩევნებით ,

ამ ფილმის წინასაარჩევნოდ ჩვენებამ გარკვეული რისკის ქვეშ  ხომ არ დააყენა ?!

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვუთანაგრძნო ყველა ოჯახს

ის ნაძალადევი “სიჩუმე” რომელიც მათ გულებში ციხის გისოსებიდან მომზირალი პატიმრის იმედიან თვალებს ჰგავდა რომ გავიდოდა,გავიდოდა და სათქმელს იტყოდა…

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება