მეხუთე ტალღის პიკი, 6200-ზე მეტი, იქნება განხილული უკვე ახალ ტალღად და გაცილებით მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს ქვეყანაში – ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის შეფასებით აცრის დღევანდელი მაჩვენებელი ვერ შეაკავებს კორონავირუსის გავრცელებას.

„ორჯერადად ვაქცინირებული სულ 35%-ია, რაც ძალიან დაბალია. ეს მაჩვენებელი ვერანაირად ვერ შეაკავებს ინფექციის გავრცელებას, პიკი გვაქვს 17 აგვისტოს, 6208 შემთხვევა, ეს არის ის რიცხვი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე მაღალ რიცხვად. თუ ნოემბერ-დეკემბერში გადავაჭარბეთ ამ მაჩვენებელს, მაშინ მკაფიოდ გამოჩნდება, რომ ეს არის რეალური მე-5 ტალღა.

მეხუთე ტალღის პიკი, 6200-ზე მეტი, იქნება განხილული უკვე ახალ ტალღად და გაცილებით მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს ქვეყანაში,” – აცხადებს