როცა ბურჯანაძესთან ერთად ქმნი კოალიციას, ამით დასრულებულია „ნაციონალების“ რიტორიკა იმაზე, რომ ყველაფერ რუსულზე „აჟრიალებთ“ – ირაკლი კობახიძე

როცა ბურჯანაძესთან ერთად ქმნი კოალიციას, ამით დასრულებულია „ნაციონალების“ რიტორიკა იმაზე, რომ ყველაფერ რუსულზე „აჟრიალებთ“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა რიტორიკა, რომ ყველაფერ რუსულზე „აჟრიალებდათ“ და დღეს მათ შექმნეს კოალიცია ბურჯანაძესთან ერთად. როცა ბურჯანაძესთან ერთად ქმნით პარტიას და მერე კიდევ ვიღაცებს იხსენებ, მაგალითად პოზნერს, გავრილოვს და ა.შ. საკუთარ თავსა და გულში ჩაიხედეთ. ამით დასრულებულია “ნაციონალების“ რიტორიკა იმაზე, რომ „აჟრიალებთ“ ყველაფერ რუსულზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.