ზღვაში თუ ბანაობთ, ალბათ პირბადის ტარებას არავინ მოგთხოვთ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაამუშავებს რეკომენდაციებს გარე სივრცეებში პირბადის გონივრული ტარების შესახებ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა.

„გასაგებია, რომ სოფელში, ტყეში მარტო თუ ხართ, არავინ მოგთხოვთ პირბადის გაკეთებას. ისეთ ადგილზე, სადაც მასობრივი შეკრებაა ადამიანების, რა თქმა უნდა, იქ პირბადე უნდა იხმაროთ. თუ ბანაობთ ზღვაში, ალბათ პირბადის ტარებას არავინ მოგთხოვთ, მაგრამ ბათუმში ბულვარში თუ დადიხართ ან კიდევ ქობულეთში, სადაც ბევრი ხალხია თქვენ გვერდზე, რა თქმა უნდა, პირბადე უნდა გეკეთოთ“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.