ხათუნა ზახაშვილი: ერეკლე მეფემ თავისი შვილი ააცრევინა ყვავილზე და როგორ შეიძლება ყველაზე ნაკლები აცრილი კახელებს გვყავდეს

ცოტა გაოცებული ვარ ვაქცინის რეგიონული ხარჯვით. ამ ჩემს კახელებს მაინც რა დაგემართათ. თქვენზე ბრძენი, თქვენზე ჭკვიანი ხალხი აბა ვინღა არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილიმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ის მაინც ხომ იცით, საქართველოში პირველად კახელებმა შემოიტანეს ვაქცინა. ერეკლე მეფე იყო, რომელმაც თავისი შვილი ააცრევინა ყვავილზე და თქვენ რა მოგივიდათ, როგორ შეიძლება ყველაზე ნაკლები აცრილი კახელებს გვყავდეს?!“, – აღნიშნა ხაზაშვილმა.

კომენტარს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმაც ხუმრობით უპასუხა.

„რაჭველებმა რაღა ვთქვათ, ჩვენთან ყველაზე დაბალია“, – თქვა ამირან გამყრელიძემ.