მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 121 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 121 მილიონს გადააჭარბა, – შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 681 768 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი – 97 768 814 შეადგენს. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების 20.7 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს – ინდოეთი, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი – გაერთიანებული სამეფოა.