„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ – „ენგურჰესის“ სარებილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება

„ენგურჰესის“ სარებილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1800 მგვტ მოხმარება 70 %-მდე იმპორტით იფარება,- ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ განმარტავენ, 17 მარტს, 00:04 საათზე, ქვესადგურის „ახალციხე-500″ მუდმივი დენის გარდამსახი სადგურის გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა თბილისის, გორის, ხაშურის, ზესტაფონის, მარნეულის, ზუგდიდის, აჭარისა და კახეთის მომხმარებლების ნაწილს.

„ენგურჰესის“ სარებილიტაციო, ხოლო გაზსადენის „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასია“ აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის გამო, ქვეყანაში შემცირებულია ელექტროენერგიის გამომუშავება და ქვეყნის 1800 მგვტ მოხმარება 70 %-მდე იფარება იმპორტით. ასეთ რეჟიმში იმპორტის ავარიული შეყვეტა გავლენას ახდენს მოხმარების ელექტრომომარაგებაზე.

დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 30 წუთში, ხოლო რეგიონებს 45 წუთში აღუდგა და ამ ეტაპზე, ქვეყნის ენერგომომარაგება შეუფერხებლად ხორციელდება. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო”,- აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.