ხათუნა სამნიძე – ბოლოსკენ მივდივართ, ველოდებით, რომ პოზიციები დაახლოვდება და შეთანხმებას მივაღწევთ

ბრიუსელში მთავარი განცხადება რაც გაკეთდა, იყო, რომ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად აუცილებელია, მხარეებმა გამონახონ ყველანაირი გზა, მათ შორის კომპრომისი ორივე მხრიდან, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ხათუნა სამნიძე იმედოვნებს, რომ პოზიციები დაახლოვდება და მოლაპარაკება შეთანხმებით დასრულდება.

„ეს შეთანხმება არის ევროპის პასუხისმგებლობა. ინიციატივა საკუთარ თავზე პირადად აიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელმაც პირველად შეგვახვედრა. ასევე, პრემიერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამიტომ, ვიტყოდი, მოლაპარაკებების შუა ეტაპზე ვართ, ბოლოსკენ მივდივართ. ჩვენი, ოპოზიციის პოზიციები მედიატორისთვის, დანიელონისთვის ცნობილია. ველოდებით, რომ ეს პოზიციები დაახლოვდება და შეთანხმებას მივაღწევთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რა წინადადებებს წარმოგვიდგენს ჩვენ ევროკავშირი მედიაციის პროცესში. მედიაცია ნიშნავს, რომ დანიელსონი საკუთარ წინადადებებს წარმოგვიდგენს. შეთანხმება არის გზა ქვეყნის გამარჯვებასა და განვითარებისკენ“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.