„სირცხვილია სამარცხვინო პროკურორს ასამართლებინოთ სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელი” – თაკო ჩარკვიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე,წ პიჯაკების  საქმეზე მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესიდან პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელი თაკო ჩარკვიანი მანდატურებმა გაიყვანეს.

სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა პროკურორებს მოღალატეები უწოდა.

„სამშობლოს მოღალატე უწოდო საჯარო მოხელეს, ეს მძიმე მოსასმენია“, – აღნიშნა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

სასამართლო დარბაზში მყოფმა თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ სირცხვილია, როცა კორუფციონერები ასამართლებენ მესამე პრეზიდენტს.

„კორუფციონერი პროკურორი სამშობლოს მოღალატეა, აბა რა არის?! სირცხვილია სამარცხვინო პროკურორს ასამართლებინოთ სახელმწიფო ინსტიტუციების აღმშენებელი. მე მიშას მოწიანაღმდეგე ვიყავი 9 წელი, მაგრამ ახლა, რუსეთის კორუფციონერების ხელში ჩავარდა ქვეყანა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მოსამართლემ ჩარკვიანს  მიმართა- „თუ მიგაჩნიათ რომ ეს პროცესი სამარცხვინოა და ფარსია და საკუთარი ნებით ნუ ჩაერთვებით ამ “ სარცხვინო პროცესში”. დარჩით სახლში და უყურეთ ტელევიზორიდან. ის, რომ ისტორიული პროცესია ამის შეხსენება არ მინდა”, – განაცხახა მოსამართლემ.