კიევი იბომბება, ამის შემჩერებელი არავინაა, სანქციები არ არის ეფექტური საშუალება – ღარიბაშვილი

პრემიერ ღარიბაშვილის აზრით, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებას ,,უკიჟინებს” ომში ჩაერთოს და სანქციები დაუწესოს რუსეთს. მისივე აზრით, ევროპისა და ამერიკის, ასევე დასავლეთის სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები ეფექტური არაა.  ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

,,დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი, ყველაზე დიდ ქვეყანაში ევროპის და უკრაინიის დედაქალაქი იბომბება. და ამის შემჩერებელი დღეს ვხედავთ რომ არავინ არ არის, ვთქვათ პირაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, და ისიც ვთქვათ, რომ დღეს უკრაინაში ვინ ომობს, ომობს უკრაინის ჯარი”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა